ახალი ამბები

შსს-მ “ეროვნული ერთობის” მუქარის შემცველ მოწოდებებზე გამოძიება დაიწყო

15 მაისი, 2018 • 7106
შსს-მ “ეროვნული ერთობის” მუქარის შემცველ მოწოდებებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “საქართველოს ეროვნული ერთობის” მიერ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებზე გამოძიება დაიწყეს.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

სამართალდამცველები გამოძიების ფარგლებში მოახდენენ კონკრეტული პირების გამოკითხვას და ჩატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება,”- აცხადებს შსს.

თავის მხრივ, “საქართველოს ეროვნულმა ერთობამ” “ფეისბუკზე” გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია, რომ დაკითხვაზე დაიბარეს მათი ლიდერები –  გიორგი ჭელიძე და თორნიკე ვაშაკიძე.

“ახლა განხორციელდა ზარი შსს-გან მოძრაობის მეთაური გიორგი ჭელიძე და  “შავპერანგიანთა” ასმეთაური თორნიკე ვაშაკიძე სასწრაფო წესით დაბარებულნი არიან თბილისის პოლიციის სამმართველოში, კორნელი კეკელიძის ქუჩა 1 ( ,, კაპეზეს” შენობა – წინასწარი დაკავების იზოლატორი). მოძრაობის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე” – წერს “ეროვნული ერთობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი