ახალი ამბები

შსს: 2017 წელს 10 ადამიანი დავაკავეთ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის

15 მაისი, 2018 • 1699
შსს: 2017 წელს 10 ადამიანი დავაკავეთ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2018 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადების ბრალდებით 53 ადამიანი დააკავა.

შსს–ს ცნობით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საქმეები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • სქესისა და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა 39 პირი,
  • სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით – 10 პირი
  • ეროვნული და ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით კი – 4 პირი.

შსს–ს ცნობით, დაკავებულ პირთა უმრავლესობას ბრალი ედებოდა ძალადობის ჩადენაში.

შსს განმარტავს, რომ 2018 წლის სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გაიზარდა გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების შესახებ და დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დისკრიმინაციის წინაღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, გამომძიებლებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულისა და მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია და დაიწყო ამ მიმართულებით გამომძიებელთა სპეციალიზაცია, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ასეთი კატეგორიის დანაშაულების გამოძიების ხარისხს, აცხადებს შსს.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 15 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი