ახალი ამბები

უგულავა: ღარიბაშვილის მთავრობა უფრო ოპერატიულია

5 დეკემბერი, 2013 • • 1005
უგულავა: ღარიბაშვილის მთავრობა უფრო ოპერატიულია

“ძალიან კარგია, რომ მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა თბილისის შემოვლითი რკინიგზის  დასრულება. ამით ჩვენ დავინახეთ, უკლებლივ ყველამ, საზოგადოებამ, რომ ჩიჩინი ჭრის. აუცილებელია, როდესაც მთავრობა ქვეყნის და ქალაქის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს, თითოეულმა მოქალაქემ ამოიღოს ხმა. ახლა მე მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ მოინიტორინგი გვქონდეს და ბოლომდე მივიყვანოთ. ერთია გადაწყვეტილება, კონტრაქტორს გაუგრძელოს ხელშეკრულება და მეორე- თვითონ სამუშაოები დაიწყოს. ამიტომ ჩვენ ბოლომდე უნდა მივსდიოთ, იმისათვის, რომ სამინისტროების ლაბირინთებში ეს გადაწყვეტილება არ გაჩერდეს. მანამდე არ მოვისვენოთ, ვიდრე მომუშავე მუშას არ დავინახავთ. შესაბამისად, რეალურ პერსპექტივას, რომ ეს რკინიგზა დასრულდება და ქალაქისთვის 80 ჰექტარი ტერიტორია გამონთავისუფლდება.” 

 

 

უგულავას განცხადებით, ღარიბაშვილის მთავრობა უფრო ოპერატიულია:

“მე ასევე მინდა აღვნიშნო და არ გამიჭრდება ამის აღნიშვნა, რომ ოპრატიულობის თვალსაზრისით ღარიბაშვილის მთავრობა ივანიშვოლის მთავრობას სჯობია. იმიტომ, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, შევაჯეროთ, და რაც გვიმუშავია, ის წყალლში არ გადავყაროთ. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის ერთი წელიწადი უბრალოდ დავკარგეთ. ასეთმა გაჩერებულმა პროექტებმა გამოიწვია ეკონომიკის შეჩერება. მათ შორის, გარდა სხვა ფაქტორებისა, რომელმაც განაპირობა ეკონომიკის შეჩერება. ჩვენ, ერთი მხრივ, მონიტორინგი უნდა გაუწიოთ იმას, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცეს. იცის საზოგადოებამ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეაჩერა ხიდის მშენებლობა, რომელიც მოყმისა და ვეფხვის ძეგლიდან სამტრედიის ქუჩაზე უნდა გადასულიყო. ესეც არსებითია თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.  ახლა ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ და ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა. დარწმინებული ვარ, რომ ამისთვის ერთი წელი არ დაგვჭირდება და პროცესი უფრო მალე დასრულდება.” 


დავინახეთ, რომ თუ რა დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, როცა ცენტრალური მთავრობა და ქალაქის მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს. რომ ყოფილიყო ოცნების წარმომადგენელი თბილისის მთავრობაში, ისინი ისევე ჩუმად იჯდებოდნენ, როგორც “ოცნების” უმრავლესობა ჩუმად იჯდა და შემოვლით რკინიგზაზე ხმა არ ამოუღია. დღევანდელ ვითარებაში საქმის კეთების წინაპირობა, იმისთვის, რომ პროექტები არ გაჩერდეს და ეკონომიკა განვითარდეს, არის ჯანსაღი ოპონირება ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას შორის.  

 

უგულავას შეფასებით, ცენტრალური მთავრობა მაშინ იმუშავებს ეფექტურად, როცა ადგილობრივ თვითმმართველობაში ოპოზიცია იქნება:

“სულერთია, ვინ იქნება მერი, მე- თუ სხვა, მთავარია მომავალში თბილისის მერიაში იყოს ცენტრალური მთავრობის ოპოზიციური მერი, იმისათვის, რომ შედეგი დადგეს და რეალურად საქმე გაკეთდეს. ამ კონკრეტულ მაგალითზე ჩვენ დავინახეთ, რომ მხოლოდ ასეთ პირობებში არის შესაძლებელი საქმის კეთება და ის სიცრუე, რომელსაც ცდილობენ, რომ ჩვენ შემოგვასაღონ, საქმე იმიტომ არ კეთდება, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ცენტრალურ მთავრობაში და თბილისის მერიაში, ჩვენ დავინახეთ, რომ პირიქით, ეს არის წინაპირობა იმისათვის, რომ პროექტები არ გაჩერდეს, პროექტები განვითარდეს და, შესაბამისად, ხალხი დასაქმდეს.”            

 

   

  

მასალების გადაბეჭდვის წესი