ახალი ამბები

წულუკიანი: ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს ეხებოდა

15 მაისი, 2018 • 1584
წულუკიანი: ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს ეხებოდა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 15 მაისს გამართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრა, რომ 12 მაისს პოლიციის კლუბებში შესვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები – აქცია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ და “ქართული მარშისა” და სხვა ნაციონალისტური ჯგუფების კონტრაქცია საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს ეხებოდა.

“ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები ეხებოდა და იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ეს ნარკოპოლიტიკაა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნს მოქალაქისთვის, ეს ორდღიანი აქციები ეხებოდა ჩვენს საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რომ რადიკალიზმი, იქნება ეს ლიბერალიზმის მიმართულიებით თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი. შესაბაისად, ჩვენ, სანამ სხვა სამუშაო ჯგუფებს შევქმნით და ვიმუშავებთ, ალბათ, ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი უნდა შევქმნათ, სადაც 4 მილიონი ქართველი გავწევრიანდებით იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ მასზე, თუ როგორ გავმთლიანდეთ, როგორ გვესმოდეს ერთმანეთის, როგორ შევძლოთ, რომ ერთმანეთს ვუსმინოთ, რადგან არც ლიბერალიზმის მიმარულებით და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანას არ წაადგება.

ღიად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები ამას ეხებოდა და მხოლოდ მის მერე ეხებოდა ნარკოპოლიტიკას. შესაბამისად, მოდით, ამაზე ვიფიქროთ, ის, ვინც ვართ ჩვენი თავობის წარმომადგენლები, როგორ გავუგოთ უკეთესად მათ, ვისაც მეტრიკაში ცოტა ურო მერინდელი დაბადების წელი უწერია. ვიფიქროთ იმაზე, რომ ახალმა თაობამ როგორ გაიგონოს უკეთესად, რას ვამბობთ ჩვენ, და ჩვენ როგორ უნდა მოვუსმინოთ მათ, ვინც ჩვენზე უფროსია,”- განაცხადა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი