ახალი ამბები

რა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას ედავება პროკურატურა დაკავებულ 8 პირს

15 მაისი, 2018 • 6189
რა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას ედავება პროკურატურა დაკავებულ 8 პირს

ნარკორეალიზაციისთვის დაკავებულ 8 პირს გამოძიება ედავება კლუბური ნარკოტკის მდმა-ს და ტენამფეტამინის შეძენა-შენახვას და გასაღებას, ბრალდება ეხება იმ პირებს, რომლებიც კლუბებში, “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის ჩატარებამდე დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში ბრალდებულები სხვადასხვა კლუბებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებზე სისტემატურად ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. კერძოდ:

[checklist]

  • ღამის კლუბ “კაფე გალერიში”, სხვადასხვა დროს, ბრალდებულმა ვ.ჟ-მ 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 2 ცალი აბი 200 ლარად და 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 2 ცალი აბი ასევე 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
  • ღამის კლუბ “კაფე გალერიში“ ბრალდებულმა ლ.მ-მ 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
  • ღამის კლუბ “კაფე გალერიში“ მ.მ-მ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 420 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
  • თბილისში ბრალდებულმა გ.მ-მ 0,2268 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა.
  • ღამის კლუბ “ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა ბ.დ-მ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირზე ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი აბი და 0,98825 გრამი მდმა-ს, 0,15975 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი 700 ლარად, 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი 650 ლარად და 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
  • ასევე  ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა თ.ჩ-მ 0,0836 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი 120 ლარის საფასურად და 0,436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
  • ღამის კლუბ „ბასსიანში“ ჯ.ე-მ 0,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი 240 ლარად, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი 360 ლარად და 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
  •  თბილისში, კოსტავას ქუჩა N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ქ.მ-მ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 4 ცალი აბი და აბის 2 ნატეხი 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა

[/checklist]

 საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ სიაში არ არის ნივთიერება “მეფედრონი”, რომელსაც ბოლო ორ კვირაში თბილისში 4 ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს უკავშირებენ, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ექიმ-ნარკოლოგმა დათო ოთიაშვილმა განაცხადა, ქართულ ბაზარზე შესაძლოა სხვა სახის ნარკოტიკი, “ფენტალინი” შემოვიდა. მისი თქმით, ამ ეჭვს აძლიერებს ის გარემოება, რომ ახალგაზრდები ძილის დროს გარდაიცვალნენ. პროკურატურის გამოქვეყნებულ სიაში არ არის არც ფენტალინი.
პროკურატურა დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას და გასაღებას ედავება. დაკავებული პირებიდან 7 მათგანისთვის წარდგენლი ბრალდება 7-დან 14 წლამდე, ხოლო ერთი პირისთვის წარდგენილი ბრალდება 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ბრალის დამტიცების შემთხვევაში. სასამართლომ რვავე პირს გუშინ, 15 მაისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი