შსს-ს ცნობით, პოლიციამ თბილისში 4 შეკვრა ჰეროინი ამოიღო

შსს-ს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცებად 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი ამოიღო, რომელიც დაკავებულს ფეხსაცმლის ქუსლებში ჰქონდა დამალული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან