“ქართული მარშისა” და სხვების აქცია/მსვლელობა რუსთაველზე – [ფოტო]

დღეს, 14 მაისს ნაციონალისტურმა ჯგუფებმა, მათ შორის “ქართულმა მარშმა” და “ქართულმა იდეამ” საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოაწყეს. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, შეკრების მთავარი მიზეზი პარლამენტთან შაბათ-კვირას ჩატარებული აქცია “ჩვენი თავისუფლებაა”, რომელსაც ისინი აპროტესტებენ.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტისკენ დაიძრნენ.

“ქართული მარშისა” და სხვა ნაციონალისტური ჯგუფების აქცია. 14 მაისი. 2018 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

“ქართული მარშისა” და სხვა ნაციონალისტური ჯგუფების აქცია. 14 მაისი. 2018 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

როგორც მსვლელობის წევრები განმარტავენ, აქციაში მონაწილეობა რიგი სხვადასხვა მიზეზების გამო მიიღეს, მათ შორის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. გარდა ამისა, ორგანიზატორების თქმით, საქართველოში დღეს “ნარკორეალიზატორებისა და ლგბტ თემის პროპაგანდა” ხდება, რასაც ახალგაზრდებზე ცუდი გავლენა აქვს.

“ქართული მარშისა” და სხვა ნაციონალისტური ჯგუფების აქცია. 14 მაისი. 2018 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

“ქართული საზოგადოება რეალურად დგას აქ და ქართული საზოგადოების მოსაზრებები არის აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ეს იყო ორი დღის წინათ. მოთხოვნები არის , რომ ნარკომოვაჭრეები და ეს ადამიანები უმკაცრესად დაისაჯონ, ამავე დროს მოთხოვნა გვაქვს, რომ “ლიბერასტული” დიქტატურა შეწყდეს ამ ქვეყანაში და 17 მაისი მუდმივად უნდა ჩატარდეს ოჯახის სიწმინდის დღე, როგორც პატრიარქმა ეს დააწესა, და არა გეი აღლუმი,” – გვითხრა სანდრო ბრეგაძემ.

“ქართული მარშისა” და სხვა ნაციონალისტური ჯგუფების აქცია. 14 მაისი. 2018 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

სხვა მოთხოვნებთან ერთად, აქციის წევრები “ქართული მარშის” 5 წევრის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც პოლიციამ რუსთავი 2-თან გამართული აქციისას დააკავა. მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმის შემდეგ დაეკისრათ, რაც აღნიშნულმა პირებმა რუსთავი 2-ის ოპერატორს სცემეს და დააზიანეს მანქანა.

“ქართული მარშისა” და სხვა ნაციონალისტური ჯგუფების აქცია. 14 მაისი. 2018 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

გარდა ამისა, აქციის წევრები განმარტავენ, რომ მათთვის გიორგი გახარიას საქციელი მიუღებელია. მათი სიტყვებით, შს მინისტრს ბოდიში არათუ პარლამენტთან შეკრებილთათვის, არამედ კონტრაქციის წევრებისთვის უნდა მოეხადა.

“ქართული მარშისა” და სხვა ნაციონალისტური ჯგუფების აქცია. 14 მაისი. 2018 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან