ახალი ამბები

აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადი ჩამოიშალა [ფოტო/ვიდეო]

14 მაისი, 2018 • 4122
აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადი ჩამოიშალა [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 14 მაისს, აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სასახლის მოპირდაპირე მხარეს, შენობის ფასადი ჩამოინგრა.

ფასადი საქართველოს ბანკის დაცვის თანამშრომლის თვალწინ ჩამოიშალა, თუმცა მას ნატეხები არ მოხვედრია.

ინფორმაცია თვითმხილველმა 112-ს მიაწოდა, ხოლო სასწრაფო და პოლიცია ადგილზე მალევე მოვიდა. ბანკის დაცვამ ინფორმაცია მიაწოდა სასწრაფოსა და პატრულის თანამშრომელს. მან აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად ფიზიკურად არ დაშავებულა.

თვითმხილველის თქმით, შენობის ზედა ნაწილში ახლაც არის საშიშროება ფასადის ჩამოშლის. აღმაშენებლის გამზირის ინტენსიურად მოძრაობენ ქვეითები და  ახლაც ჩამოშლილ ფასადთან დადიან.

აღმაშენებლის გამზარზე შენობის ფასადი ჩამოიშალა. 14.05.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დაზიანებული ფასადის ნატეხების ჩამოვარდნის საშიშროება კვლავაც არსებობს აღმაშენებლის გამზირზე. 14.05.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი