ახალი ამბები

რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე 13 მაისს – 40 ფოტო

14 მაისი, 2018 • 4138
რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე 13 მაისს –  40 ფოტო

12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

13 მაისს აქცია, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის” 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყო. პარლამენტის შენობასთან ყვავილები როგორც აქციის ორგანიზატორებმა, ასევე რიგითმა მონაწილეებმა მიიტანეს.

აქციის, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის” ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალის შესამკობად ყვავილები მიაქვთ. 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თუმცა მემორიალსა და აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი ჰყოფდა. მეორე მხარეს კი კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ. ამის მუხედავად, ძირითადი აქციის მონაწილეებმა მაინც შეძლეს მემორიალის ყვავილებით შემკობა.

აქციის, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეპოლიციას აწვიდს ყვავილს, რათა 9 აპრილის მემორიალი შეამკოს, რადგან თავად მემორიალთან მისვლას ვერ ახერხებს პოლიციის კორდონის გამო 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქციის მონაწილეებმა მოისმინეს არაერთი გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვა, აქციაზე ისმოდა მუსიკაც, რომლის ფონზეც აქციის მოანწილეები ცეკვავდნენ.

აქციის, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მათ თან ჰქონდათ ფერადი ბუშტები და ყვავილები.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა სტუდენტი ოთო კობახიძეც, რომელმაც ქვეყანაში არსებულ უთანასწორო სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სიღარიბეზე, მუშთა უფლებებსა და სხვა საკითხებზე ისაუბრა. მისი სიტყვით გამოსვლა შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ოთო კობახიძე აქციაზე “ჩვენი თავისუფლებისთვის” პარლამენტის შენობასთან 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ქუჩის მეორე მხარეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონტრაქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი აქციის მონაწილეების მისამართით აგრესიული, ძალადობრივი შეძახილებით გამოირჩეოდნენ.

აქციის, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის იდგა პოლიციის კორდონი.

პოლიციის კორდონი რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე – “ჩვენი თავისუფლებისთვის”. 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

კონტრაქციის მონაწილეები აქციის მონაწილეებს შუა თითს უჩვენებდნენ. აქციის მონაწილეებმა კი საპასუხოდ მშვიდობის სიმბოლო, ორი თითი ასწიეს.

აქციის, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, კონტრაქციის მონაწილეების საპასუხოდ, რომლებმაც მათი მისამართით შუა თითი აწიეს, მშვიდობის სიმბოლოს აჩვენებენ 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქციის, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

13 მაისს, საღამოს, კონტრაქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. მშვიდობიანი აქციის პარალელურად  ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

კონტრაქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დროდადრო იძაბებოდა ურთიერთობა. კონტარქციის მონაწილეები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტთან ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” აქციის მონაწილეებს ხელი შეუშალონ. 13.05.2018 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

კონტრაქციის მონაწილეებსა და პარლამენტთან შეკრებილებს შორის, ორივე მხარეს დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.

კონტრაქციის მონაწილეთა მიწოლის შესაკავებლად, პოლიციის კორდონის უკან საქალაქო ავტობუსები ჩააყენეს. 13.05.2018 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ადგილზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი.

პოლიცია, სპეციალური დანიშნულების რაზმი და შსს-ის სპეცტექნიკა რუსთაველის გამზირზე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და მათ მოწინააღმდეგეთა აქციები მიმდინარეობდა 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

კონტრაქციის მონაწილეები დროდადრო ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას, რათა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაეკავებინათ. მთლიანობაში, პოლიციამ კონტრაქციის 19 მონაწილე დააკავა. 

კონტრაქციის მონაწილეები პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს სთხოვენ მისცენ საშალება, რომ მივიდნენ პარლამენტის შენობის წინ. 13.05.2018 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელებს კორდონი აქვთ გაკეთებული. ისინი მას შემდეგ გამოჩნდნე, რაც კონტრაქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა. კონტრაქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ პოლიციის კორდონი გაერღვიათ და აქციის პარლამენტთან ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებისთვის გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ. 13.05.2018 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

კონტრაქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ გაარღვიონ პოლიციის კორდონი და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლიდან პარლამენტის შენობამდე მივიდნენ. 13.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

კონტრაქციის მონაწილეები ცდილობენ გაარღვიონ პოლიციის კორდონი. ისინი აპროტეტსებენ იმას, რომ პარლამენტის შენობის წინ იმართება აქცია ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით. 13.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

ამ დაპირების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის არიან შეკრებილი და ისმენენ შს მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლას, რომელიც დაჰპირდა აქციის მონაწილეებს, რომ მათთან ერთად იმუშავებს ნაროპოლიტიკის შეცვლის საკითხზე. 13.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

თუმცა, კონტრაქციის მონაწილეები რუსთაველის ტერიტორიას არ ტოვებდნენ. ადგილზე დარჩა სპეცდანიშნულების რაზმი და შსს-ს სპეციალური ტექნიკა.

გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელებს კორდონი აქვთ გაკეთებული. ისინი მას შემდეგ გამოჩნდნე, რაც კონტრაქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა. კონტრაქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ პოლიციის კორდონი გაერღვიათ და აქციის პარლამენტთან ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებისთვის გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ. 13.05.2018 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

პოლიცია, სპეციალური დანიშნულების რაზმი და შსს-ის სპეცტექნიკა რუსთაველის გამზირზე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და მათ მოწინააღმდეგეთა აქციები მიმდინარეობდა 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

კონტრაქციის მონაწილე რუსთაველის გამზირზე ლამპიონზეა ამძვრალი 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

პოლიცია, სპეციალური დანიშნულების რაზმი და შსს-ის სპეცტექნიკა რუსთაველის გამზირზე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და მათ მოწინააღმდეგეთა აქციები მიმდინარეობდა 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

კონტრაქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი აკავებს 13.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მას შემდეგ, რაც პოლიციამ პარლამენტთან შეკრებილები დაცვის თანხლებით ტერიტორიიდან გაიყვანა, პარლამენტის შენობასთან კონტრაქციის მონაწილეები გადმოვიდნენ. მათთვის პოლიციამ პარლამენტის შენობასთან კორდონი გააკეთეს.

მას შემდეგ, რაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით გამართული აქვიის მონაწილეებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს, ოპოლიციამ პარლამენტთან კორდონი გააკეთა რათა 9 აპრილის მემორიალთან კონტრაქციის მონაწილეები მისულიყვნენ 14.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი