ახალი ამბები

ბიას ორგანიზებით თბილისში ბიზნეს ფორუმი „საქართველო-შესაძლებლობების ქვეყანა“ ტარდება

14 მაისი, 2018 • 2658
ბიას ორგანიზებით თბილისში ბიზნეს ფორუმი „საქართველო-შესაძლებლობების ქვეყანა“  ტარდება

ბია“– ორგანიზებით რიგით მეორე ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი – „საქართველო – შესაძლებლობების ქვეყანა“ 2018 წლის 15 მაისს, 9.30 საათიდან თბილისში, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან ბიას გენერალური დირექტორი ბატონი აიეტ კუკავა  და  EBRD-ის დირექტორი ბრუნო ბალვანერა. გამომსვლელებს შორის  არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ირაკლი ქარსელაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ კერესელიძე. ასევე გამოვლენ საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა S&P Global, Fitch Ratings, Google, Gryphon Emerging Markets, Omidyar Network, Finance-in-Motion, BlueOrchard Finance, ESPA და სხვა. საინვესტიციო ფორუმი დღის განმავლობაში უმასპინძლებს 500-მდე დელეგატს. სტუმრებს შორის სამთავრობო პირების, უცხოელი ინვესტორებისა და ბიზნესმენების გარდა, იქნებიან საელჩოების, სავაჭრო პალატებისა და ასოციაციების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპიდან, ამერიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

ბია ფორუმის” ვებ გვერდიდან ადგილობრივ ბიზნესებს ექნებათ საშუალება დამსწრეებთან წინასწარ დაგეგმონ შეხვედრები ფორუმის დღეს. “ბია”-მ საინვესტიციო ჯგუფ “ალიანს ჯგუფ კაპიტლთან” (AG Capital) ერთად ადგილობრივ ბიზნესებს კონსულტაცია გაუწია საინვესტიციო ბიზნეს პროექტების პორტფელის მომზადებასა და ინვესტორებთან წარდგენაში. პარალელურად გაიმართება აღნიშნული კერძო საინვესტიციო პროექტების გამოფენა. “ბია”-ს გენერალური დირექტორი ბატონ აიეტ კუკავა აცხადებს, რომ კერძო საინვესტიციო პროექტებისთვის ინვესტორების მოზიდვა მხოლოდ “ბია ფორუმით” არ შემოიფარგლება და მომავალშიც გაგრძელდება.

ფორუმის მიზანია რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვა და მეწარმეებისთვის ფინანსირების იაფი წყაროების გაცნობა.

პოტენციურ ინვესტორებს საშუალება ექნებათ მთავრობისა და ბიზნესის პირველი პირებისგან მოისმინონ ქვეყნის მაკროეკონომიკური ასპექტები, გაეცნონ მიმდინარე და პერსპექტიულ პროექტებს ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ტურიზმში, უძრავ ქონებასა და სოფლის მეურნეობაში. ადგილობრივ ბიზნესებს კი მიეცემათ საშუალება მოუსმინონ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების, კაპიტალური ბაზრების, ვენჩურული და კერძო კაპიტალის, საერთაშორისო ფონდებისა და საინვესტიციო ბანკების ექსპერტებს.

ფორუმის სპონსორია “AG Capital”, ხოლო პარტნიორი _ “პაშა ბანკი”.

გასული წლის საინვესტიციო ფორუმის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://youtu.be/0sR7MBGRf0Y

საკონტაქტო პირი:

მირანდა ხუფენია

საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბია ფორუმის ხელმძღვანელი

ტელ.: 593301630; mkhupenia@bia.ge; www.biaforum.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი