ახალი ამბები

გასული წლების აქციების ფოტოები – აქტივისტები 9 აპრილის მემორიალზე დგანან

13 მაისი, 2018 • 8840
გასული წლების აქციების ფოტოები – აქტივისტები 9 აპრილის მემორიალზე დგანან

სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გამოხმაურება მოჰყვა ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით პარლამენტთან გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის დგომას 9 აპრილის მემორიალზე. თუმცა წინა წლებში გამართული არაერთი აქციის მონაწილე მდგარა და მჯდარა 9 აპრილის მემორიალზე.

გუშინ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ასახულია, როგორ ცეკვავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე 9 აპრილის მემორიალზე. ამის საპასუხოდ, დღეს, 13 მაისს, რამდენიმე მოქალაქე მივიდა 9 აპრილის მემორიალთან და სანთლები დაანთო.  სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გავრცელდა სალანძღავი გამოხმაურებები, რომლებიც ხაზს უსვამენ იმას, რომ რადგან ეს ადამიანები კლუბური სივრცის დასაცავად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით მართავენ აქციას, ამიტომ დგანან 9 აპრილის მემორიალზე.

ჩვენ ფოტოარქივიდან გამოვიტანეთ 2007 და 2008 წლებში გამართულ აქციებზე გადაღებული ფოტოები. ამ აქციებზე ასახულია 2007 წლის სექტემბრის შემდეგ განვითარებული მოვლენები, რომლის დროსაც ოპოზიცია მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა, რასაც პოლიციის მიერ მომიტინგეების დარბევები, ტელეკომპანიებში, “იმედი” და “კავკასია”, სპეცდანიშნულების რაზმების შეჭრა მოჰყვა. ამ აქციების შედეგად მიხეილ სააკაშვილის გადადგა და რიგგარშერე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის წინ მართავს აქციას. ისინი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. 2008 წლის 7 ნოემბერი. Credit: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

7-8 000 ადამიანი გავიდა მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე. ისინი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და ოპოზიციონერი ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. 2007 წლის 28 სექტემბერი. Credit: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ოპოზიციის მხარდამჭერები მართავენ აქციას საქართველოს პარლაემნტის წინ. ისინი 2008 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. 2007 წლის 3 ნოემბერი. Credit: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ოპოზიციის მხარდამჭერები მართავენ აქციას საქართველოს პარლაემნტის წინ. ისინი 2008 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. 2007 წლის 4 ნოემბერი. Credit: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ოპოზიციის მხარდამჭერები მართავენ აქციას საქართველოს პარლაემნტის წინ. ისინი 2008 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. 2007 წლის 4 ნოემბერი. Credit: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი