ახალი ამბები

რ2-ის ინფორმაციით, თავისუფლების მოედნისკენ წყლის ჭავლის მანქანები მიემართებიან

12 მაისი, 2018 • 3658
რ2-ის ინფორმაციით, თავისუფლების მოედნისკენ წყლის ჭავლის მანქანები მიემართებიან

ტელეკომპანია რ2-ის ინფორმაციით, თბილისში პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ, რომლებიც თავისუფლების მოედნისაკენ მიემართებიან. ტელეკომპანია ფოტომასალასაც ავრცელებს.

პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს.

აქციისკენ მოდის 2 ასეთი მანქანა წყლის ჭავლით ….

Posted by Giorgi Goderdzishvili on Saturday, May 12, 2018

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. რაც შეეხება ფოტოებს, უწყებაში ამბობენ, რომ ამ მანქანებს არავითარი გეგმა არ აქვთ და უბრალოდ გაიარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი