ახალი ამბები

კლუბ “ბასიანთან” პოლიციის დამატებითი დანაყოფები მოიყვანეს [LIVE]

12 მაისი, 2018 • 2274
კლუბ “ბასიანთან” პოლიციის დამატებითი დანაყოფები მოიყვანეს [LIVE]

დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე ბასიანის შესასვლელთან სატვირთო ავტომობილებით პოლიციის დამატებითი კორდონები მიიყვანეს. პოლიციას გადაკეტილი აქვს სამანქანო გზებიც.

დღეს, 12 მაისს, კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” სპეცრაზმი შევიდა. როგორც შსს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების 8 გამსაღებელი დააკავეს. მათი განცხადებით, სამინისტრო  3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი