ახალი ამბები

შსს: კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” 8 გამსაღებელი დავაკავეთ

12 მაისი, 2018 • 2747
შსს: კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” 8 გამსაღებელი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” დღეს, 12 მაისს, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების 8 გამსაღებელი დააკავეს. მათი განცხადებით, სამინისტრო  3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

დღეს, 12 მაისს, გამთენიისას კლუბებში “ბასიანსა” და “გალერიში” სპეცრაზმი შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი