ახალი ამბები

კლუბ “ბასიანთან” რამდენიმე ადამიანია დაკავებული

12 მაისი, 2018 • 2757
კლუბ “ბასიანთან” რამდენიმე ადამიანია დაკავებული

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, კლუბ “ბასიანთან”, სადაც სპეცრაზმი შეიჭრა, რამდენიმე ადამიანი არის დაკავებული, თუმცა ჩვენ არ გავქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დაკავებული.

“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა პოლიციაში არ გვეუბნებიან დამატებით ინფორმაციას იმის შესახბ, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.

დღეს, 12 მაისს, გამთენიისას კლუბებში “ბასიანსა” და “გალერიში” სპეცრაზმი შევიდა. “ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს” – ესაა კომენტარი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთეს კლუბ ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმის შესვლაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი