ახალი ამბები

1TV-ის წამყვანი ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ “ბასიანთან” პოლიციამ ტანსაცმელი შემოახია [ვიდეო]

12 მაისი, 2018 • 4467
1TV-ის წამყვანი ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ “ბასიანთან” პოლიციამ ტანსაცმელი შემოახია [ვიდეო]

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ პოლიციამ კლუბ ბასიანთან ტანსაცმელი შემოახია. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა. აბსანძის თქმით, ის კლუბში როგორც სტუმარი ისე მიდიოდა.

“მე უბრალოდ მოვედი, რადგან ნაყიდი მქონდა ბილეთი და დამხვდა ეს. ვიკითხე, რატომ არ მიშვებთ და აღმოჩნდა, რომ ეს დამმართეს ადამიანებმა, ვინც აქ დამხვდნენ. პოლიციამ. ვიკითხე, დღეს არ მიშვებენ, როდის შეიძლება ჩემი ფულით შევიდე ამ კლუბში. დამმართეს ის, რაც დამმართეს. ეს არ გაუვათ, ძალიან რთული ამბავია. ამ საუკუნეში საქართველოში ეგ არ გაუვათ. ჩვენ სად დავისვენებთ, არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უფლებაა, ნახოს იქ რა ხდება, სადაც ჩვენ ვისვენებთ, მაგრამ ის, რაც აქ ხდება, ნორმლაური არ არის. ეს, რაც მე დამმართე,ს ნორმალური არ არის”, – ამბობს აბსანძე.

ირაკლი აბსანძეს ბასიანთან ტანსაცმელი შემოახიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ პოლიციამ კლუბ ბასიანთან ტანსაცმელი შემოახია. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა. აბსანძის თქმით, ის კლუბში როგორც სტუმარი ისე მიდიოდა.

Posted by netgazeti.ge on Friday, May 11, 2018

კლუბ ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმია შესული. სტუმრები პოლიციამ გარეთ გამოიყვანა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 8 ადამიანი. შსს ამბობს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი