ახალი ამბები

“ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს” – შსს ბასიანზე სპეცრაზმის შესვლაზე

12 მაისი, 2018 • 4151
“ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს” – შსს ბასიანზე სპეცრაზმის შესვლაზე

“ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს” – ესაა კომენტარი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთეს კლუბ ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმის შესვლაზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ.

ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილი ინფორმაციით, კლუბში სპეცრაზმია შესული.

“SOS. სპეცრაზმია შეჭრილი ბასიანზე, ასევე გალერიში, ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით”, – წერს ნაჯა ორაშვილი ფეისბუკზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი