ახალი ამბები

ნაწილობრივ მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია – ივანიშვილი

11 მაისი, 2018 • 1231
ნაწილობრივ მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია – ივანიშვილი

პოლიტიკაში ხელახლა დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველომ ნაწილობრივ მოახერხა რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია:

“თვალშისაცემია წინსვლა საგარეო მიმართულებით. არასოდეს საქართველო ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად. ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი უკვე იურიდიულადაც დადასტურებულია. ამოქმედებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა. საგრძნობლად გაღრმავდა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან. ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის”,- განაცხადა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” მეხუთე ყრილობაზე, რომელიც დღეს, 11 მაისს, მთაწმინდის პარკში იმართება, პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს. “ოცნების” წევრებმა ასევე ერთხმად აირჩიეს პარტიის ახალი პოლიტსაბჭო, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

  • გიორგი კვირიკაშვილი;
  • კახა კალაძე;
  • არჩილ თალაკვაძე;
  • ირაკლი კობახიძე;
  • თამარ ჩუგოშვილი;
  • გიორგი ვოლსკი;
  • ილია ნაკაშიძე;
  • მამუკა მდინარაძე;
  • დავით საგანელიძე;
  • დიმიტრი სამხარაძე;
  • ირაკლი ტრიპოლსკი;
  • ბიძინა გეგიძე;
  • მაია ცქიტიშვილი;
  • სოზარ სუბარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი