კლუბ “ანდერვილში” “ქართული ოცნების” ყრილობა იწყება

მთაწმინდის პარკში, კლუბ “ანდერვილში” იწყება ქართული ოცნების მეხუთე ყრილობა, სადაც პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას აირჩევენ და პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს დაამტკიცებენ.

ქართული ოცნების სახეები “ანდერვილში” უკვე იკრიბებიან. კლუბში შესვლამდე ისინი ლურჯ ხალიჩაზე გაივლიან.

პარალელურად, პარკისკენ მიმავალ გზაზე მიმდინარეობს “ბვშვთა სამყაროში” მომხდარი ხანძრით დაზარალებულთა აქცია. როგორც ნეტგაზეთთან აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ სურდათ, ხმა მიეწვდინათ ივანიშვილისა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის, რომ ხანძრის შედეგად ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ და მიყენებული ზიანი აუნაზღაურონ. მათივე განცხადებით, ისინი პოლიციამ არ შეუშვა ყრილობის ჩატარების ადგილამდე, ამიტომ აქცია გზის პირას გამართეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი