ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კვირიკაშვილი ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა და საქართველოში მოიწვია

11 მაისი, 2018 • 1559
კვირიკაშვილი ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა და საქართველოში მოიწვია

საქართველოს მთავრობის აპარატის ცნობით, სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. მხარებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე”, – წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა შეესაბამებოდეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს”.

გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია.

2018 წლის 8 მაისს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი