ახალი ამბები

ჰააგის სასამართლომ რუსეთს დაავალა უკრაინული კომპანიებისთვის კონპენსაციის გადახდა

11 მაისი, 2018 • 1243
ჰააგის სასამართლომ რუსეთს დაავალა უკრაინული კომპანიებისთვის კონპენსაციის გადახდა

ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს 159 მლნ დოლარის კონპენსაციის გადახდა დააკისრა იმ უკრაინული კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს დაზარალდენენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა ყირიმის შეერთებით დაარღვია უკრაინელი ინვესტორების უფლება, როდესაც მათ ყირიმში ჩასვლის უფლება შეეზღუდათ. “დოჟდი” წერს, რომ 2015 წელს სასამართლოს სარჩელით მიმართეს 18-მა კომპანიამ და “პრივატ ბანკის” ყოფილმა ხელმძღვანელმა. მოსარჩელეთა განცხადებით, 2014 წელს რუსეთმა მათ არ მისცა ყირიმში უძრავ ქონებაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ ქვეყანამ მათი ქონების ექსპროპრიაცია მოახდინა. “უნიანის” ინფორმაცით, ყირიმის ანექსიის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ რუსეთს დააკისრა კონპენსაციის გადახდა. ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ  კონპენსაციის დაკისრების გადაწყვეტილება 9 მასის მიიღო.

რუსეთთან მიერთების საკითხზე ყირიმში რეფერენდუმი რუსეთის ხელისუფლებამ 2014 წელს ჩაატარა. რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს უკრაინა და დასავლეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი