ახალი ამბები

მარტში რეგირტრირებული დანაშაულის რაოდენობა 55,7%-ით გაიზარდა

11 მაისი, 2018 • 1688
მარტში რეგირტრირებული დანაშაულის რაოდენობა 55,7%-ით გაიზარდა

შიანაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2018 წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული 55,72%-ით არის გაზრდილი, გახსნის მაჩვენებელი კი შემცირდა.

კერძოდ, 2017 წლის მარტში რეგისტრირებულია 3 455 დანაშაული (გახსნის მაჩენებელი 39.25%) , 2018-ში კი – 5 380 დანაშაული (გახსნის მაჩვენებელი 26.91%).

სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა 97.6%-ით არის გაზრდილი – 2017 წლის მარტში რეგისტრირებული იყო 125 დანაშაული, 2018 წელს კი – 247.

აქედან 117.53%-ით არის გაზრდილი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების რაოდენობა.  2017 წლის მარტში ამ მუხლით 97 დანაშაული დარეგისტრირდა და არცერთი არ გახსნილა, 2018 წლის მარტში კი – 211 დარეგისტრირდა და 1 არის გახსნილი.

ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა – 164.85%-ით გაიზარდა. 2017 წლის მარტში რეგისტრირებული იყო 367 დანაშაული, საიდანაც ნახევარი- 50,14% გახსნეს, ხოლო 2018 წელს – 972 დანაშაული, საიდანაც 37.24% გახსნეს.

გაზრდილია ოჯახში ძალადობის მუხლით რეგისტრირებული დანაშაული. კერძოდ, 2017 წელს დარეგისტრირდა 96 დანაშაული, საიდანაც 64.58% გახსნეს, ხოლო 2018 წლის მარტში დარეგისტრირდა ოჯახში ძალადობის 432 დანაშაული, საიდანაც, ნახევარზე მეტი – 50.93% გახსნილია.

2018 წლის მარტში გაუპატიურების დანაშაულის რეგისტრირებული მაჩვენებელი 500%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2017-ის მარტში რეგსტრირებული იყო 1 დანაშაული, რომელიც, გახსნეს. 2018-ის მარტში კი დარეგისტრირდა 6 დანაშაული, გახსნის მაჩვენებლი კი ნულს უდრის.

28.32%-ით არის შემცირებული ნარკოტიკული დანაშაულის რეგისტრაციის მაჩვენებელი – თუ 2017 წლის მარტში რეგისტრირებულია 512 დანაშაული, საიდანაც 86.13% გახსნეს, 2018 წლის მარტში რეგისტრირებულია 367 დანაშაული, საიდანაც 71.93% გახსნეს.  ნარკოდანაშაულის რეგსტრაციის მაჩვენებელი უმეტესად შემცირებულია ნარკოტიკული ნივთიერების განმეორებით მოხმარების რეგისტრირებული რაოდენობის შემცირების ხარჯზე – 210-დან 63 ერთეულამდე, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 67.62%-ით ნაკლებია.

2018 წლის მარტის დანაშაულის სტატისტიკა სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი