ახალი ამბები

ფოტო/ვიდეო ▶ თბილისში, გვეტაძის ქუჩაზე კორსპუსში ხანძარი გაჩნდა – არის მსხვერპლი

11 მაისი, 2018 • 4746
ფოტო/ვიდეო ▶ თბილისში, გვეტაძის ქუჩაზე კორსპუსში ხანძარი გაჩნდა – არის მსხვერპლი

თბილისში, რაჟდენ გვეტაძის 10 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 65 წლის კაცი დაიღუპა. ხანძარი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია.

ხანძარი მეოთხე სადარბაზოში, პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც ცოლ-ქმარი და პატრა ბავშვი ცხოვრობენ. მეზობლების დახმარებით, ქალმა, ოჯახის ახლობელმა და ბავშვმა მოახერხეს სახლიდან გამოსვლა, ხოლო კაცი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეეძლო, დაიღუპა. გარდაცვილის ცოლი ამბობდა, რომ ხანძარი სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია.

მეზობლებმა ქალის ყვირილი გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა და 112-ში დარეკეს. სახანძრო ბრიგადების მოსვლამდე, პატრულის ორმა თანამშრომელმა და გვეტაძის ქუჩის რამდენიმე მაცხოვრებელმა კორპუსის უკანა მხარეს, პირველ სართულზე, გისოსები ხელით გამოანგრიეს, საიდანაც ორი ქალი მოარიდეს ძლიერ ცეცხლს.

ხანძარი გვეტაძის ქუჩაზე, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 11.05.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მეხანძრე-მაშველების მოსვლის შემდეგ, საპატრულო ეკიპაჟმა ლენტით შემოსაზღვრა პერიმეტრი და მეზობლები მოარიდა შემთხვევის ადგილს.

მეოთხე სადარბაზოში დიდი დაკვამლიანების გამო განხორციელდა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია, ხოლო დაშავებულები ძლიერი ინტოკსიკაციით, ასევე, სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობებით ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო და იაშვილის კლინიკებში გადაიყვანეს.

გვეტაძის ქუჩაზე და კლინიკაშიც დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.

პირველადი დახმარების შემდეგ ორი დაშავებული ქალი დამწვრობებით ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულის 25%-ის დამწვრობა აქვს – სახეზე, ხელზე და ზურგზე. კლინიკაში გვითხრეს, რომ შესაძლოა მას ქირურგიული ჩარევა და კანის გადანერგვა დასჭირდეს. ოჯახის ახლობელ ქალს, რომელიც ასევე იმყოფებოდა ხანძრის დროს ამ სახლში, სხეულის 5%-ის დამწვრობა აქვს.

8 წლის ბიჭი მისმა მეზობელმა, ახალგაზრდა ქალმა გამოიყვანა ცეცხლმოკიდებული სახლიდან. ის ახლა იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება. ბავშვს ტუჩზე და ყურზე აღენიშნება დამწვრობები. შოკურ მდგომარეობაში ბავშვი დედას და მამას კითხულობდა. ბიჭიმა დაინახა, როგორ დაიღუპა მამამისი ხანძრის დროს.

დამწვარი სახლის მთავარი შესასვლელი, საიდანაც ახალგაზდა ქალმა ბავშვი გამოიყვანა. 11.05.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბავშვს კლინიკაში გადასხმები ჩაუტარდა და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მასთან ერთად იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალიც, რომელმაც გადაარჩინა. იაშვილის კლინიკაში ოჯახის ახლობლები და მეზობლებიც იმყოფებიან. კლინიკის პერსონალმა გვითხრა, რომ ბიჭი 24 საათის განმავლობაში დარჩება მათთან.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გვეტაძის ქუჩაზე გამოძახებიდან 7-8 წუთში მოვიდნენ და კორპუსის ორივე მხრიდან ებრძოდნენ ხანძარს, რომლის ლოკალიზებაც მალევე მოხერხდა. ხანძარმა ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სადარბაზო თითქმის მთლიანად დააზიანა. მეხანძრეების რამდენიმე წუთის დაგვიანების შემთხვევაში, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი ზედა სართულებზეც გავრცელებულიყო.

[red_box]გვეტაძის ქ. N10 ახლა[/red_box]

დამწვარი ბინა გვეტაძის ქუჩაზე. 11.05.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დამწვარი ბინა გვეტაძის ქუჩაზე. 11.05.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რკინის გისოსები, რომელიც პატრულის თანამშრომლებმა და მეზობლებმა გამოამტვრიეს ხელით, საიდანაც ორი ქალი გამოიყვანეს. 11.05.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დამწვარი ბინა გვეტაძის ქუჩაზე. 11.05.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი