ახალი ამბები

ბერა პასუხობს სააკაშვილს: მიშა, ჩამოდი

11 მაისი, 2018 • 6793
ბერა პასუხობს სააკაშვილს: მიშა, ჩამოდი

მომღერალი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბერა ივანიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებებს ეკლესიების მშენებლობაში მისი ოჯახის წვლილის აღნიშვნით პასუხობს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 მაისს ბერას ახალი სიმღერა შეაფასა და აღნიშნა, რომ რომ ბერა აღნიშნული სიმღერით თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას. ეს განცხადება სააკაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

სააკაშვილს ბერა ფეისბუკის საშუალებითვე გამოეხმაურა.

“ჩემს სულიერებაშიც დიდი ეჭვი შეიტანა ოდესღაც ეკლესიების დამრბევმა და რწმენაზე მოქილიკემ – ესეც შევუნდოთ!

მე კარგად მესმის, რამდენად რთულია, აუხსნა სმენის არმქონე ადამიანს , რას ნიშნავს სიჩუმე, ან უთხრა უსინათლოს, როგორია სიბნელე. ამიტომაც ამ კაცს და მის თანამოაზრეებს არაფერს ავუხსნი, თუმცა ის ისეთ თემას შეეხო, რომ ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩემი დამოკიდებულება განვუმარტო.

ჩემს ოჯახს ბევრი ახალი ეკლესიის მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე ასობით ძველი ეკლესია-მონასტერი აქვს აღდგენილი. მთელი ჩვენი ოჯახი მართლმადიდებლურ რელიგიაზე დაფუძნებული ღირებულებებით ცხოვრობს და, ამასთანავე, უდიდესი პატივისცემით ექცევა ყოველი ადამიანის მრწამსს.

ასე რომ, მხოლოდ ისღა დამრჩენია, ამ ადამიანს თავისივე მხარდამჭერების სიტყვებით მივმართო: Miha hamodi! Miha martla hamodi! რას გვატყუებ hemo zmao?!”, – წერს ბერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

სააკაშვილი ბერას ახალ სიმღერაზე: ბერა ამჯერად საქართველოს ეკლესიას დაესხა თავს

ბერა ივანიშვილის და ზაზა ნოზაძის ერთობლივი სიმღერა 8 მაისს იუთუბზე გამოქვეყნდა. სიმღერაში ბერა ივანიშვილი არაერთგზის აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობას, ხოლო მის ერთ-ერთ ნაწილში ისმის:

“მე არ ვიცი, რას იკადრებს კაცი კაბით, ვინც შენს საიდუმლოს იბარებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი