ანონსი: 11 მაისი

10:00 სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში“  (Removing Barriers to SME finance in Georgia)


11:00 გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარადგენს  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს საჯარო პოლიტიკის და ინსტიტუტების ნდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პრეზენტაცია გაიმართება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თბილისის ოფისში (მისამართი: დ. აღმაშენებლის #61)


11:00 სოციაცია ბუნებრივი ღვინო-ს ორგანიზებითა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და GIZ-ის მხარდაჭრით, საქართველო ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალს ZERO COMPROMISE” -ს უმასპინძლებს. ბუნებრივი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის წევრი 60-მდე ბუნებრივი ღვინის მარანი.

ადგილი: ,,ფაბრიაკა”-ში, თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8.


11:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


11:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N516


12:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


14:00 უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრების შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორთან, ალისია ალისონთან

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)


15:00 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორთან, ალისია ალისონთან

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)


15:00 “ევროპის დღეები 2018”-ის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის – საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდებიან

თემები: საქართველოს საგარეო პრიორიტეტები; საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი; საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ევროკავშირის მიდგომები და მოსაზრებები; და სხვა.

თსუ, I კორპუსი, II სართული, მუზეუმი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com