ახალი ამბები

წულუკიანი: მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ნაადრევია

28 ნოემბერი, 2013 • • 1129
წულუკიანი: მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ნაადრევია

“მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი არის უკვე რამდენიმე თვეა მზად, მას რეალურად არაფერი არ სჭირდება გარდა იმისა, რომ გაიგზავნოს პარლამენტში. იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა ეს კანონპროექტი მთავრობის ერთ–ერთ

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

ბოლო სხდომაზე გატანილი, თუმცა მთავრობის წევრებმა მიიჩნიეს, რომ, მართალია, მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნას არავინ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ გასათვლელია ძალიან ფრთხილად ის შედეგები, რაც ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით ამან შეიძლება მოიტანოს. თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული, მას უჩნდება, რა თქმა უნდა, მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება სამოქალაქო წესით სასამართლოებში და ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ–ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია, თავისთავად იდეა, როგორც ასეთი, უარყოფილი არ ყოფილა. მიმდინარეობს კონსულტაციები და როგორც კი ჩაითვლება, რომ ამისთვის მზაობა გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დაიძვრება იმ წერტილიდან, სადაც გაჩერდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

წულუკიანის ამ განცხადებას ეხმიანება მოძრაობა “სამართლიანობა უნდა აღსდგეს” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”. მათი განცხადებით, 15 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დაზარალებულების აქცია გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი