ახალი ამბებირეკლამა

უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის – პროექტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის

10 მაისი, 2018 • 2249
უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის – პროექტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის სპეციალურ პროექტს იწყებს.

სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია – ,,Save the Children Nederland’’  ერთად, პროექტს – ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის” უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის’’ განახორციელებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების (მათ შორის ინკლუზიური ახალგაზრდების) სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.  

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი  ფინანსურ მხარდაჭერის სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ.

მათ შორის განხორციელდება:

[checklist]

      • ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სატრენინგო მოდულების და ონლაინ პლატფორმების შემუშავება.
      • საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება.
      • ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებების მოწყობა.
      • შრომის კანონმდებლობაზე, ჩართულობასა და თანასწორობაზე, საგადასახადო კანონმდებლობაზე, დასაქმებულთა უფლებებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება.
      • დისკუსიების ჩატარება ხელისუფლების, დასაქმების, ახალგაზრდობისა და განათლების საკითხებზე მომუშავე პირების მონაწილეობით დიალოგისა და უკეთესი პრაქტიკის გაზიარებისთვის.

[/checklist]

პროექტი ხელს შეუწყობს რთულ სოციალურ – ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების ნიჭის, ცოდნისა და უნარების განვითარებას და მათ დასაქმებას .

მასალების გადაბეჭდვის წესი