ახალი ამბები

ცოლის გონების დაკარგვამდე ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

10 მაისი, 2018 • 6759
ცოლის გონების დაკარგვამდე ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიება ბრალდებულ ი. ჩ–ს ცოლის მიმართ ძალადობას ედავებოდა. პროკურატურის ცნობით, ი.ჩ–მ 2018 წლის 23 იანვარს მეუღლეს ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებულმა მიყენებული დაზიანებებისგან გონება დაკარგა, თუმცა ი.ჩ. მაინც აგრძელებდა მის ცემას. ი.ჩ.-ს დანაშაულებრივი ქმედებით ლ.ქ-ს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგა, აცხადებს პროკურატურა.

ბრალდებული 2018 წლის 23 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126(1)-ე მუხლის პირველი ნაწილით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამ მუხლის დარღვევისთვის სასჯელის სახედ დაწესებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი