ახალი ამბები

ვალერი კვარახცელიას პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება

9 მაისი, 2018 • 1686
ვალერი კვარახცელიას პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება

“სოციალისტური საქართველოს” ლიდერი ვალერი კავარცხელია ხულიგნობის მუხლით დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილით გამოუშვეს.
“ნეტგაზეთს” შსს–დან განუცხადეს, რომ ვალერი კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლის მიხედვით დააკავეს. მას საზოგადოებრივი წესრიგის დარვევაში ედავებიან.

ვაკის პარკში ინცინდენტი მოხდა “სოციალისტური საქართველოს” წარმომადგენელებისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის. “სოციალისტური საქართველო” ვაკის პარკში სოციალისტური სიმბოლიკით მივიდა. კონტრაქციის მონაწილეები რუსეთის ოკუპაციას და საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას აპროტესტებდნენ.

ამ ინცინდეტის შედეგად კავრაცხელიასთან ერთად სოციალისტური საქრათველოს ერთი მხარდამჭერი და კონსტრაქციის ერთი მონაწილეც დააკავეს. ისინიც გათავისუფლებული არიან ხელწერილის საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი