ახალი ამბებიგართობაკინოხელოვნება

15-წუთიანი როლისთვის რობერტ დაუნ უმცროსმა 10 მილიონი დოლარი მიიღო

9 მაისი, 2018 • 7428
15-წუთიანი როლისთვის რობერტ დაუნ უმცროსმა 10 მილიონი დოლარი მიიღო

გამოცემა Variety ჰოლივუდის მსახიობების ხელფასებს აქვეყნებს, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი დენიელ კრეიგია, რომელიც 2019 წელს ჯეიმს ბონდის საგაში შესრულებული მთავარი როლისთვის 25 მილიონ დოლარს მიიღებს.

ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია დუვეინ ჯონსონიც, რომელიც 2020 წელს ფილმისთვის “Red Notice” 22 მილიონ დოლარს მიიღებს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სამეულს ვინ დიზელი ასრულებს, რომლის ხელფასიც მომავალ პროექტში 20 მილიონი დოლარია.

მართალია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სამეულში არ არის, თუმცა მსახიობმა რობერტ დაუნ უმცროსმა, რომელმაც ფილმში – “ადამიანი ობობა: შინ დაბრუნება” – შესრულებული როლისთვის 10 მილიონი მიიღო. საგულისხმოა ისიც, რომ მსახიობი ეკრანზე მხოლოდ 15 წუთი ჩანს.

რაც შეეხება ქალ მსახიობებს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალები ჯენიფერ ლოურენსი და ენ ჰეთევეი არიან. ლოურენსმა 2017 წელს ფილმში – “წითელი ბეღურა” – შესრულებული როლისთვის 17 მილიონი აიღო. ხოლო მსახიობი ენ ჰეტევეი 2020 წლისთვის დაგეგმილ პროექტში – “ბარბი” – 15 მილიონს აიღებს.

ცნობილი გახდა ლეონარდი დიკაპრიოს ხელფასის ოდენობაც კვენტინ ტარანტინოს მომავალ ფილმში “ერთხელ ჰოლივუდში”, სადაც მსახიობს შესრულებული როლისთვის 10 მილიონს გადაუხდიან.

გარდა წინასწარ განსაზღვრული ხელფასისა, ჰოლივუდში არსებობს ისეთი პრაქტიკა, როცა მსახიობი ფილმის გაქირავებიდან შემოსული თანხის ნაწილს ბონუსად იღებს. დამატებითი ხელფასი თავიანთი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვთ ბრედ პიტს, ტომ კრუზს და ლეონარდო დიკაპრიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი