ნიკოლ ფაშინიანი ქალთა პოლიტიკაში ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს

სომხეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების როლზე და “ხავერდოვან რევოლუციაში” ქალების  უპრეცედენტო მონაწილეობაზე.

“სერიოზული ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ ქალების მიმდინარე აქტიურობამ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ ახალ-ახალი გამოვლინებები პოვოს. აუცილებელია კეთილსაიმედო პირობები შეიქმნას ქალების სახელმწიფო მართვის სისტემაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩასართავად. ბოლო თვემ აჩვენა, რომ მსგავსი აქტიურობა ჩვენს ეროვნულ იდენტობასა და ჩვენს წარმოდგენებს ოჯახზე სრულიად შეესაბამება”, – განაცხადა ფაშინიანმა.

8 მაისს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი 59 ხმით 43-ის წინააღმდეგ აირჩია.

ერევანში ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს ქალთა ჯგუფებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყვნენ ქალები სომხეთის რეგიონებიდან. ქალები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ და რევოლუციას სოლიდარობას უცხადებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი