ახალი ამბები

“სოციალისტების” აქციის პარალელურად ვაკის პარკში ანტისაოკუპაციო აქციაც გაიმართა (ვიდეო)

9 მაისი, 2018 • 2965
“სოციალისტების” აქციის პარალელურად ვაკის პარკში ანტისაოკუპაციო აქციაც გაიმართა (ვიდეო)

პარტია “სოციალისტური საქართველოს” წარმომადგენლებმა თბილისში, ვაკის პარკში, გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ვაკის პარკში  პარალელურად გაიმართა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები “სოციალისტური საქართველოს” წევრებს სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.

“სოციალისტური საქართველოს” წევრები აქციაზე წითელი დროშებითა და სტალინის პორტრეტებით მივიდნენ, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს კი ხელში ეკავათ საქართველოს დროშა და ასევე, პლაკატი წარწერით Stop Russia. 

აქციის დაწყებამდე “სოციალისტური საქართველოს” წევრმა ვალერი კვარაცხელიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ისინი არ დაემორჩილებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილებას და მაინც გამოიყენებენ კომუნისტურ ტოტალიტარულ სიმბოლიკას. სუს-მა აღნიშნული პარტია რამდენიმე დღის წინ “თავისუფლების ქარტიის” საფუძველზე გააფრთხილა, რაც ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენებისთვის ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი