ახალი ამბები

უკრაინის დროშები საქართველოს პარლამენტში

27 ნოემბერი, 2013 • • 955
უკრაინის დროშები საქართველოს პარლამენტში

“ვიცით უკრაინელი ხალხის რეალური არჩევანი. სხვა საკითხია, მთავრობა რა წნეხის და შანტაჟის ქვეშ იმყოფება, გვესმის, მაგრამ ჩვენ სურვილი გვქონდა და ჯერ კიდევ გვაქვს, რომ ისინი ეროპული ოჯახის სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს. წნეხი რუსეთის მხრიდან ძალიან დიდია,” – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

 

მისივე თქმით,  პარაფირებიდან ხელმოწერამდე შანტაჟს და წნეხს საქართველოც უნდა ელოდოს:


“ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინა, იმის მიუხედავად, რომ თვეების უკან იანუკოვიჩს თითქოსდა მკაფიოდ ჰქონდა გადაწყვეტილი, რა გზით უნდა იაროს უკრაინამ, აგერ უკვე შანტაჟის შედეგად მივიღეთ შეცვლილი ხედვა და გადაწყვეტილება. რაც შეგვეხება ჩვენ, პარაფირება ხელშეკრულებაზე ინიციალების დასმაა, რითაც ვამბობთ, რომ ამ ტექსტზე ვთანხმდებით, მაგრამ მთავარი ზეწოლები და მთავარი შანტაჟები იქნება პარაფირებიდან ხელმოწერამდე პერიოდში. უკრაინას უკვე პარაფირებული ჰქონდა და უკვე თავი ამოყო იმ დღეში, იმ სირთულეებში, რაშიც ამოყო.

 

ჩვენ დროშებით ხალხის სოლიდარობის ნიშნად მოვედით იმიტომ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის იმ განწყობაზეა, რომ ისინი არ უყურებენ ამ გადაწყვეტილებას ერთი ან ორი მეწარმის დღევანდელი ბიზნეს-კომერციული ინტერესებიდან, ხალხი ამ გადაწყვეტილებას უყურებს, როგორც ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, გათვლილს ათწლეულებზე და შეიძლება საუკუნეებზეც, თუ საით უნდა იყოს უკრაინა მომავალში. ასე რომ, ძალიან ადვილია მათი განცდების აღქმა და ჩვენ ხალხს ვუჭერთ მხარს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი