ახალი ამბები

ქუცნაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა კონფლიქტი “ქართული ოცნების” ლიდერებთან

27 ნოემბერი, 2013 • • 970
ქუცნაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა კონფლიქტი “ქართული ოცნების” ლიდერებთან

ქუცნაშვილი
ქუცნაშვილი

როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, იგი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

 

როგორც ცნობილია, ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარის პოლიტიკურ თანამდებობაზე გია ვოლსკიმ ჩაანაცვლა, ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იგი “ქართული ოცნების” პარტიის პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაშიც აღარ აირჩიეს და ქუცნაშვილმა პარლამენტის ფარგლებში მოქმედი ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. დეპუტატი ასევე არ საუბრობს იმის შესახებ, თუ ვისი გადაწყვეტილება იყო მის მიერ ზემოხსენებული თანამდებობების დატოვება. ხოლო კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ უმრავლესობაში მისი პოზიცია სუსტდება, ასე პასუხობს:

 

“სისუსტეს და სიძლიერეს თანამდებობა არ განსაზღვრავს. ეს არის ჩემი ცხოვრების კრედო. მე ასე ვუყურებ ამას, თანამდებობა არ განსაზღვრავს ამ საკითხს”.

 

ქუცნაშვილი ამ ეტაპზე არც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე ფიქრობს:

 

“მე არ ვუყურებ საკითხს ასეთნაირად იქიდან გამომდინარე, რომ შებოჭილი ვარ პირველ წელს აღებული ვალდებულებით, რის გამოც ხალხმა მხარი დაგვიჭირა ჩვენ ყველას, “ქართული ოცნების” დამფუძნებლებს. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ”, – ამბობს იგი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი