ახალი ამბები

შალვა რამიშვილი პრეზიდენტის კონსულტანტად დაინიშნა

27 ნოემბერი, 2013 • • 975
შალვა რამიშვილი პრეზიდენტის კონსულტანტად დაინიშნა

შალვა რამიშვლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას ზემოხსენებული საკითხების კოორდინირება ევალება. 

 

შალვა რამიშვილი
შალვა რამიშვილი

რამიშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეფორმირება და რეორგანიზაცია, რომელიც 2013 წელს დასრულდება. მისი თქმით, ჯერჯერობისთ უცნობია, თუ ვინ დაიკავებს პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტს.  


რამიშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დასრულდება ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მშენებლობა. ამ დროისთვის პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში რჩება, თუმცა, რამიშვილის ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი ავლაბრის სასახლეში აგრძელებს მუშაობას:

 

“ავლაბრის რეზიდენციაში ის ხალხია, რომლებიც იქ მუშაობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ვერ ვეტყოდით და არც ვეტყოდით, სახლში წადით–თქო და რაღაც გარკვეული დანაყოფები იქ მუშაობას განაგრძობენ. ისინი შემდეგ გადაინაცვლებენ ათონელზე”

 

რამიშვილის თქმით, ძველი ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილმა საკუთარი ნებით დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე:

 

“ეს გასაგებია… მათ არ ესახებოდათ ახალ პრეზიდენტთან მუშაობა, დაწერეს განცხადებები, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი განაგრძობს მუშაობას. ადმინისტრაცია საბოლოო სახეს მიიღებს რეფორმირების შემდეგ. ამ წელს დასრულდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა რამიშვილმა და დასძინა, რომ მას არ აქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენმა ადამიანმა დატოვა თანამდებობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი