ახალი ამბებირეკლამა

გაალამაზე ეზო ან ვერანდა Kimbi-სთან ერთად

8 მაისი, 2018 • 5874
გაალამაზე ეზო ან ვერანდა Kimbi-სთან ერთად

Kimbi გახლავთ ბრენდი, რომელიც გასცემს ონლაინ სამომხმარებლო სესხებს:

[checklist]

  • სწავლის დასაფინანსებლად;
  • ჯანდაცვის ხარჯების დასაფარად;
  • ახალი ტექნიკის შესაძენად;
  • მცირე ბიზნესის წამოსაწყებად;
  • სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ან შესაკეთებლად;
  • ავეჯის შესაძენად;

[/checklist]

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ Kimbi ზაფხულის დღეებისთვის კომფორტის მინიჭებისთვის და ეზოს ან ვერანდისთვის ახალი ავეჯი იყიდოთ.

რაც შეეხება ეზოს ავეჯის ფასებს, ქართულ ბაზარზე მათი არჩევანი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია შენაძენის ხარისხზე.

მაგალითად:

პლასტმასისგან დამზადებული სკამების ფასები 10 ლარიდან იწყება. 4 სკამის შეძენა 40 ლარი დაგიჯდებათ, 6 -ის 60 ლარი და ა.შ.

აღნიშნული სკამებისთვის, პლასტმასისგანვე დამზადებული მაგიდის მისადაგებაც თუ გსურთ, ეს მინიმუმ 50 ლარი დაგიჯდებათ.

იმ შემთხვევაში თუ გასაშლელ მაგიდაზე აპირებთ არჩევანის შეჩერებას, უნდა იცოდეთ, რომ მათი ფასები 40 ლარიდან იწყება.

ეზოს მოწნული ავეჯის ფასი ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე პლასტმასის.

ასეთი სკამების მინიმალური ღირებულება 100 ლარია (1 ცალი), მაგიდების საფასური კი 200 ლარიდან იწყება.

ეზოს ავეჯი რბილი, მოძრავი ზედაპირით, რომელიც საოცრად კომფორტული და ამავე დროს ლამაზიც არის, მინიმუმ 150 ლარი ღირს.

200 ლარიდან იწყება ხის სკამების ფასები.

თუ ეზოში ხეების ან რკინის ბოძების ადგილმდებარეობა ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ შეიძინოთ ჰამაკიც, რომლის მინიმალური ფასიც 20 ლარია.

ნაჭრისგან დამზადებული და შესაბამისად უფრო კომფორტული ჰამაკების ფასები კი 40 ლარიდან იწყება.

ბაზარზე ასევე, მოიპოვება ჰამაკები, რომლებსაც თავისი დასადგამი მოყვება და მათი ფასები 150 ლარიდან იწყება.

ეზოში ან აივანზე რუჯის მიღების მსურველებს, შეუძლიათ შეიძინონ შეზლონგები, რომელთა ფასიც 80 ლარიდან იწყება.

არსებობს მრავალფუნქციური შეზლოგნებიც, რომელთა გამოყენებაც სკამადაც შეიძლება და მათი მინიმალური ფასია 80 ლარი.

ხის შეზლონგები კი მინიმუმ 300 ლარი ღირს.

იმ შემთხვევაში თუ ეზოში, ვერანდაზე ან აივანზე კომფორტული, რბილი ზედაპირის მქონე, მოწნული სავარძელი გინდათ გქონდეთ, მაშინ ეს სიამოვნება მინიმუმ 400 ლარი დაგიჯდებათ.

2-3 კაციანი საქანელების მინიმალური ფასი 500 ლარია და ეს თანხა საქანელის ხარისხთან ერთად იზრდება.

ეზოს ავეჯის ინტერიერის დიზაინერები უკვე იმდენად შორს წავიდნენ და იმდენად დახვეწეს საკუთარი ფანტაზია, რომ ბაზარზე დიდი ხანია რაც არსებობს ეზოს დივნები.

ეს გახლავთ მოწნული ან მოწნულის ეფექტის მქონე დივნები, რომლებსაც მოყვება რბილი ბალიშები.

ასეთი დივნების მინიმალური ფასია 100 ლარი.

ყველაზე ძვირი კი გახლავთ ეზოს ის ავეჯი, რომლებიც რკინისგან არის დამზადებული, თუმცა ეს ლოგიკური გახლავთ, რადგან რკინა ყველაზე გამძლე მასალაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი