ახალი ამბები

სოფელ ქსანთან მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა – დაიღუპა სამი ადამიანი

8 მაისი, 2018 • 1830
სოფელ ქსანთან მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა – დაიღუპა სამი ადამიანი

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსანთან ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც   ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი