ახალი ამბები

მეორე დღეა, პოლიცია და ოჯახი დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებს

8 მაისი, 2018 • 2091
მეორე დღეა, პოლიცია და ოჯახი დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებს

უკვე ორი დღეა, პოლიცია და ოჯახი 15 წლის მოზარდს ეძებს. როგორც ოჯახი აცხადებს, 7 მაისს, დილით, იგი სკოლაში წავიდა, თუმცა არ მისულა.

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ მოზარდს გუშინ დილიდან ეძებენ, გამოძიება კი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით არის დაწყებული (სსკ-ს 143-ე მუხლი). კითხვაზე, თუ სად ეძებს პოლიცია დაკარგულ არასრულწლოვანს, გვპასუხბენ, რომ ძებნა ყველგან მიმდინარეობს.

ოჯახის მიერ ფეისბუკზე გამოქეყნებული განცხადებით ირკვევა, რომ არ იციან მიზეზი, თუ რატომ შეიძლება გაუჩინარებულიყო ბავშვი.

განახლება:

პოლიციამ 7 მაისს დაკარგული არასრულწლოვანი იპოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი