ახალი ამბები

ნიუ-იორკის გენპროკურორი გადადგა ქალების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდების გამო

8 მაისი, 2018 • 1246
ნიუ-იორკის გენპროკურორი გადადგა ქალების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდების გამო

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ერიკ შნაიდერმენი 7 მაისს, მას შემდეგ  გადადგა , რაც ჟურნალმა “ნიუ იორკერმა” გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოთხ ქალს, ვისთანაც რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდა.

ერიკ შნაიდერმენი ცნობილია ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებით, ასევე იგი აქტიური ფიგურა იყო #MeToo კამპანიაში, რომელიც ვაინშტაინის სკანდალი შემდეგ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ წამოიწყეს.

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბრალდებები არ უკავშირდება ჩემს პროფესიულ ცხოვრებას, არ შემიძლია ვუხელმძღვანელო პროკურატურას ამ მძიმე დროს და ამიტომ გადავდექი თანამდებობიდან”, – თქვა შნაიდერმენმა.

ორმა ქალმა “ნიუ იორკერთან” ღიად ისაუბრა და განაცხადა, რომ შნაიდერმენთან ურთიერთობის დროს იგი მათ სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. არცერთ ქალს არ მიუმართავს პოლიციისთვის, მაგრამ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ორივე ქალმა, მიშელ მანინგ ბარიშმა და ტანია სელვარატმა, რომლებმაც ღიად ისაუბრეს შნაიდერმანის ძალადობაზე, აღნიშნა, რომ ფიზიკური ძალადობა, რომელსაც ისინი იტანდნენ,  უფრო და უფრო მძაფრ ფორმას იღებდა. მათივე თქმით, ნიუ-იორკის უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი ბევრს სვამდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი