ახალი ამბები

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე ბრაზილიის ფოსტამ მარკა გამოსცა

8 მაისი, 2018 • 3241
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე ბრაზილიის ფოსტამ მარკა გამოსცა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ  ახალი საფოსტო მარკა გამოსცა.

მარკაზე საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრია განთავსებული და დატანილია წარწერები: „საქართველო – ღვინის აკვანი“ და “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე“.

საქართველოსადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის გამოცემის პროცესში ბრაზილიაში საქართველოს საელჩო მონაწილეობდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილის ფარგლებში, ბრაზილიაში ქართული კვირეულიცაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ გამოფენა  გაიმართება და ქართული კულინარიის მასტერკლასები მოეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი