ახალი ამბებიეკონომიკა

აუცილებელია მეორე ბინა – რა შემთხვევაში მისცემენ სესხს ოფიციალური შემოსავლის არმქონე პირს

8 მაისი, 2018 • 1962
აუცილებელია მეორე ბინა – რა შემთხვევაში მისცემენ სესხს ოფიციალური შემოსავლის არმქონე პირს

ეროვნული ბანკის “ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების” პროექტის მიხედვით, თუ მსესხებელს ფიქსირებული შემოსავალი არ აქვს, ბანკს (მიკროსაფინანსო ორგანიზაციას)  შეუძლია, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცეს, თუ სესხის ამღებ პირს ერთზე მეტი სახლი აქვს. სებ-ის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, სახლი, სადაც მსესხებელი ცხოვრობს, იპოთეკით დატვირთული არ უნდა იყოს და ბოლო სამი წლის განმავლობაში სახლის მფლობელი უნდა იყოს.

სებ-ის მიერ გასაჯაროებული “ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება” ჯერჯერობით სამუშაო ვერსიაა და შესაძლოა, გამოქვეყნებულ პროექტში ცვლილებები შევიდეს.

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს, რომლის თანახმადაც, მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა იზღუდება. ახალი რეგულაციები 2018 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში.

ცვლილების მიხედვით, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის საჭიროა, მან ბანკში საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა და სხვა მსგავსი სანდოობის დოკუმენტაცია წარადგინოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი