ახალი ამბებირეკლამა

როგორ მოვუაროთ კანს გაზაფხულზე – დღესასწაული, რომელსაც იმსახურებთ

8 მაისი, 2018 • 3146
როგორ მოვუაროთ კანს გაზაფხულზე – დღესასწაული, რომელსაც იმსახურებთ

მზის სხივები, ჰაერი, წყალი – ყველაფერი, რაც თქვენ ბუნებისაგან გჭირდებათ, სჭირდება თქვენს კანსაც. სახის კანის მოვლას ჩვენი ყოველდღიურობის მცირე დრო მიაქვს. სწორად შერჩეულ კრემს, შეუძლია ეს დრო დილის სასიამოვნო რიტუალად გვიქციოს და მისცეს ჩვენს კანს ყველაფერი, რაც მას სჭირდება: ელვარება და სიმსუბუქე.

როცა საქმე სახის კანის მოვლას ეხება ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს, სჯობს ხარისხიან პროდუქციასა და გარანტირებულ შედეგზე შევაჩეროთ არჩევანი. გაზაფხულზე სახის კანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. რომელი საშუალებები ავირჩიოთ გამოზამთრებული, გამომშრალი კანის გამოსაცოცხლებლად? სწორედ ხარისხიან მკვებავ – დამატენიანებელ კრემებზეა დამოკიდებული სახის კანის ელასტიურობა და სიმკვრივე.

მსოფლიოს გამოცდილი დერმატოლოგები მიიჩნევენ, რომ 20 წლიდან აუცილებელია სახის დამატენიანებელი კრემის გამოყენება, რაც კვებავს და ატენიანებს კანს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას, ასევე ავსებს კანს აუცილებელი ვიტამინებით. მაგალითად როგორიცაა ფრანგული პრემიუმ ბრენდის Caudalie-ის Vinosource-ის გამა.

თუ 35-45 წლამდე ხართ და ნაოჭებს უჩივით,გირჩევთ ფრანგული ფირმის Caudalie-ს გლამურულ კრემს, რომელიც ვაზის ლერწმისგან მზადდება და ეხმარება კანს ჰიალურონის მჟავის გამომუშავებაში. ეს მჟავა კანის ღრმა შრეების დატენიანებას უზრუნველყოფს და ძალიან სწრაფად შეიწოვება, რაც ხარისხიანი და ბუნებრივი ინგრედიენტების დამსახურებაა.

Caudalie Resveratrol lift – მსუბუქი კრემი, 50მლ.

[checklist]

  • შემადგენელი ინგრედიენტების 93% ბუნებრივია
  • კვებავს კანს 100%-ით
  • აღადგენს 93 %-ით
  • გავლილი აქვს კლინიკური ტესტირება
  • დამზადებულია საფრანგეთში

[/checklist]

Caudalie-ის უნიკალური ფრანგული კოსმეტიკის ხაზი 45 წლის ზემოთ ქალბატონებს დღისა და ღამის მულტიფუნქციურ კრემ Premier Cru-ს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ კრემი კვებავს და ატენიანებს სახის კანს –ასევე ამცირებს ნაოჭების სიღრმესა და რაოდენობას, აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს, აღადგენს სახის ოვალს, ამკვრივებს მოშვებულ კანს და აუმჯობესებს კანის ფერს.

Caudalie premier Cru – დღის კრემი, 50 მლ.

[checklist]

  • მოხალისეთა 78 %-მა შენიშნა, რომ რეგულარული გამოყენებისას ნაოჭები გაქრა
  • 85 %-ი ამბობს, რომ კრემის საშუალებით კანის ფერი ერთგვაროვანი  გახდა
  • მოხალისეთა 88 %-ი აღნიშნავს, რომ კრემის მთელი დღის განმავლობაში ატენიანებს სახეს
  • გავლილი აქვს კლინიკური ტესტირება
  • დამზადებულია საფრანგეთში

[/checklist]

გსურთ, რომ სახის კანი დილიდანვე ბრწყინავდეს და ნაოჭები, რომელიც გაღვიძებისას ძალიან მკვეთრად ჩანს ძილშივე გაგიქრეთ? ამისთვის ღამის კრემი Caudalie resveratrol lift-ია ზედგამოჭრილი.

ღამის ინოვაციური კრემის ფორმულა თქვენს კანს ძილშივე აღადგენს და მინიმუმამდე დაჰყავს სახის კანის მოვლის დილის პროცედურების აუცილებლობა. სიმკვრივეს, სასიამოვნო შეფერილობასა და კანის გლუვ ზედაპირს Caudalie-ის ღამის კრემის ბუნებრივი და მდიდარი ინგრედიენტები უზრუნველყოფს. კრემი მათთვისაა, ვისთვისაც დილის სასიამოვნო განწყობა მთელი დღის პროდუქტიულობისთვისაა მნიშვნელოვანი

Caudalie Resveratrol lift – ღამის კრემი, 50მლ

 [checklist]

  • კლინიკურად დამტკიცებული ეფექტურობა.
  • 90%-ით უფრო გლუვი კანი 28 დღეში.
  • არაკომედოგენური
  • კანის სასიამოვნო ელფერი
  • დამზადებულია საფრანგეთში

[/checklist]

ნებისმიერი კრემის გამოყენებისას თავდაპირველად კრემის მდოგვის მარცვლისოდენა რაოდენობა შეიზილეთ თითებზე და შუბლის შუა ნაწილიდან საფეთქლებისკენ გადაიტანეთ, სახეზე კრემი უნდა დაიტანოთ ცხვირიდან ლოყების მიმართულებით, საქმეში აუცილებლად უნდა ჩართოთ ყელიც.

ნებისმიერი კრემის გამოყენებამდე კი გახსოვდეთ, რომ სახის კანის ჯანმრთელბას მეტწილად განსაზღვრავს ჰიგიენა(ყოველდღიური და ღრმა გაწმენდა) კვების, ცხოვრების ჯანსაღი წესი და რვასაათიანი, ყოველდღიური, სრულფასოვანი ძილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი