ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია 4.59 კგ კონტრაბანდული ოქრო

8 მაისი, 2018 • 1260
საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია 4.59 კგ კონტრაბანდული ოქრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის 5 ფაქტი გამოვლინდა. საგამოძიბო სამსახურმა, ჯამში, 429 000 ლარის ღირებულების ოქრო ამოიღო.

უწყების განცხადების მიხედვით,  ორ შემთხვევაში, ბრალდებულებმა მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით, შემოიტანეს დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები – 238 ცალი ოქროს ყელსაბამი და 2
ერთეული ოქროს ზოდი.

რაც შეეხება დანარჩენ სამ შემთხვევას, ბრალდებულები არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში მალულად შემოტანას ტანსაცმლის ქვეშ სხეულზე მიმაგრებული სახით ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 4 590  გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 429 000 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი, მეორე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი