ახალი ამბები

ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო თბილისში არასრულწლოვანს სცემეს – შსს

7 მაისი, 2018 • 4362
ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო თბილისში არასრულწლოვანს სცემეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვანს გენდერული იდენტობის გამო სცემეს.

მათივე ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. ისინი თბილისში დააკავეს. ბრალის დამტკიცებუს შემთხვევაში მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. გ.ფ-ს მითითებით, პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა,”- აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი