ახალი ამბები

სკოლებში იგეგმება Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსიის დანერგვა

7 მაისი, 2018 • 7119
სკოლებში იგეგმება Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსიის დანერგვა

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში იგეგმება Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსიის დანერგვა  – ამის შესახებ მინისტრმა 7 მაისს, განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“თანამედროვე ბავშვები სხვანაირად ითვისებენ მასალას, სხვა ინტერესები გააჩნიათ. ამ მიმართულებით ბევრი გეგმა გვაქვს,”- განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, მაიკროსოფტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოში სკოლები უფასოდ ისარგებლებენ Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსიით.

“მაიკროსოფტმა გააკეთა ძალიან საინტერესო რამ, რომ ამ ძალიან პოპულარული თამაშის საფუძველზე შექმნა საგანმანათლებლო ვერსია, რომელიც შემოქმედებითი აზროვნებისთვის ძალაინ ვრცელ და ფართო ასპარეზს ქმნის ბავშვებისთვის. ამ პროდუქტის გამოყენება შეიძლება როგორც ტექნიკურ საგნებში, ასევე, ჰუმანიტარულ საგნებში. ეს საშუალებას აძლევს ბავშვებს, ჯგუფურად იმუშაონ ძალიან საინტერესო შემოქმედებით პროექტებზე,”- განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მაინკრაფტის საგანმანათლებლო ვერსიის გაქართულების პროცესი. მისივე განცხადებით, საგანმანათლებლო თამაში სექტემბრიდან პილოტირების რეჟიმში რამდენიმე სკოლაში დაინერგება, შემდეგ კი ყველა სკოლაში გავრცელდება.

ნახეთ ვიდეო Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსიის შესახებ:

მასალების გადაბეჭდვის წესი