ახალი ამბებისაზოგადოება

„მსოფლიო რბენა 2018“ საქართველოში და დანაგვიანებული გარემო [ფოტო/ვიდეო]

6 მაისი, 2018 • 4617
„მსოფლიო რბენა 2018“ საქართველოში და დანაგვიანებული გარემო [ფოტო/ვიდეო]

საქართველო მსოფლიოსთან ერთად – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართა.

ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილის, დეა სანაძის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეთა უმეტესობა გაჩერდა მეხუთე კილომეტრზე, ხოლო მანქანა დიდი ხნის დაწეული იყო და ნაგვის ურნები გვერდით იდგა, თუმცა მორბენლებმა დარიგებული სასმელის ქილებითა და ბოთლებით მთელი პერიმეტრი დაანაგვიანეს. მისი თქმით, მეხუთე კილომეტრზე მორბენლები დასასვენებლად შეჩერდნენ ტყეში.

“ის, რომ სირბილის შემდეგ ასუფთავებენ, ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ გვაძლივს უფლებას, დავაბინძუროთ გარემო,” – ამბობს დეა.

„მსოფლიო რბენა 2018 – საქართველოს“ გამარჯვებულები არიან: კაცებს შორის ალექსანდრ ჩებურკინი (74,728 კმ) და ქალებს შორის ნინა ზარინა (47,45 კმ), ეტლით მორბენალთა შორის: ირმა ზვერიაშვილი და მერაბ დუკაშვილი.

მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში, საქართველოში მეხუთედ გაიმართა. სპორტისა და კულტურის სამინისტროს ცნობით, წელს კახეთში სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა.

Wings for Life World Run 2018 წლის ორგანიზატორია კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეძღვნება 100 წლის იუბილეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. პროექტი ხორციელდება ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ თანაორგანიზებით.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობა მიიღო კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად. სტარტის ხაზზე იდგნენ: ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე, ოლიმპიური პრიზიორი ირაკლი თურმანიძე, ევროპის ჩემპიონი შოთა მიშველიძე, პარასპორტსმენი და მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი ირმა ხეცურიანი, პარასპორტსმენი ნინა თიბილაშვილი. „ფინიშ მანქანის“ საჭესთან იყო ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია.

2018 წელს საქართველოში ირბინეს: საქართველოს გამარჯვებულმა გიორგი შეკრელიძემ (35,43კმ), გერმანიის გამარჯვებულმა სებასტიან ჰალმანმა (68,47კმ), თურქეთის გამარჯვებულმა ვეისი ასლანმა (57,51კმ), პოლონეთის გამარჯვებულმა ოაშა ზაკრჟევსკიმ (52,26კმ), 2016 წლის კახეთის გამარჯვებულმა იანა ხმელევამ (34,95კმ), 2014-2015 წლის კახეთის გამარჯვებულმა ანატოლი ოლეინიკოვმა.

ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. გასულ წელს ყველაზე ხანდაზმული მორბენალი 94 წლის შოთა სამუშია გახლდათ.

მსოფლიო რბენის გამარჯვებულები 2019 წელს თავად აირჩევენ, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ რბენაში მოსამზადებელ სპეციალურ 4-კვირიან კურსს.

მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის. ღონისძიებაში საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც მონაწილეობდნენ.

მსოფლიო რბენა 2018 საქართველოში. ფოტო: სპორტის სამინისტრო

მსოფლიო რბენა 2018 საქართველოში. ფოტო: სპორტის სამინისტრო

მსოფლიო რბენა 2018 საქართველოში. ფოტო: სპორტის სამინისტრო

მსოფლიო რბენა 2018 საქართველოში. ფოტო: დეა სანაძე

 

რამდენიმე ფაქტი 2017 წლის მსოფლიო რბენის შესახებ

  • 2017 წელს რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 5000 ადამიანი
    დარეგისტრირდა. მონაწილეთა ლიმიტის ამოწურვის გამო, რეგისტრაცია 6 დღით ადრე
    შეწყდა;
  • 2017 წელს საქართველოში ირბინა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა მონაწილემ 94 წლის
    შოთა სამუშიამ;
  • 2017 წელს მსოფლიო რბენაში 6 კონტინენტის 58 ქვეყანის 110 ლოკაციდან ასი ათასზე
    მეტი მორბენალი ჩაერთო. მათ ჯამში 1431183 კილომეტრი დაფარეს;
  • 2017 წლის მსოფლიო რბენის ლოკალური გამარჯვებულები ნინო მიქაძე (29 კმ) და გიორგი
    შეკრელიძე (35,43კმ) გახდნენ;
  • გასული წლის გლობალური გამარჯვებული არონ ანდერსონი გახდა, მან ეტლით 92,14 კმ
    დაფარა. ქალი გამარჯვებული კი, დომინიკა სტელმახი გახდა (68,21კმ).

საქველმოქმედო რბენა დანაგვიანებულ გარემოში

მასალების გადაბეჭდვის წესი