ზუგდიდში ძალადობისა და იძულების ბრალდებით 4 მძღოლი დააკავეს

პოლიციამ ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის 4 მძღოლი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოთხივე მათგანის მიმართ 126-ე (ძალადობა) და და 150-ე მუხლებით (იძულება) მიმდინარეობს.

თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია „ლაივპრესმა“ გაავრცელა. გამოცემას გაფიცულმა მძღოლებმა განუცხადეს, რომ საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას.

„ლაივპრესის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 3 მძღოლი გუშინ გამოკითხეს – მას შემდეგ, რაც პოლიციას მიმართა ერთ-ერთმა მძღოლმა პრეტენზიით, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება მძღოლებს შორის სადგურების ფუნქციონირების შესახებ დავას:

“რკინიგზის სადგურზე საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ ქალაქში მომრავლდა არალიცენზირებული ავტოსადგურები. მათი შემოწმების და პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მოთხოვნით მეორე დღეა მძღოლების ნაწილი გაფიცულია. ისინი ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართავენ და პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ მოთხოვნის შეუსრულებლობამდე,” – წერს ლაივპრესი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.