ახალი ამბები

ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი: მეუფე იაკობი რუსულ გავლენებზე სასულიერო პირებში

5 მაისი, 2018 • 4189
ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი: მეუფე იაკობი რუსულ გავლენებზე სასულიერო პირებში

პატრიარქის ქორეპისკოფოსი იაკობი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში იმყოფება. ის აშშ-ში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე უკვე მესამედ ჩავიდა.

ქორეპისკოპოსთან ინტერვიუ ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა ჩაწერა. ჟურნალისტმა მას ეკლესიაში რუსული ძალების გაძლიერებაზე ჰკითხა. იაკობის თქმით, თავად რუსეთთან ვერ იმეგობრებს, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ:

“გემოვნებაზე, საერთოდ, არ დავობენო, ხომ? ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი. მე მტრის ხატს არ ვქმნი, მაგრამ ტერიტორიას ვინც მართმევს, როგორც ვიმეგობრო მასთან?”.

როგორც ქორეპისკოპოსმა “რუსთავი2”-ს განუცხადა, ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროების წარმომადგენლებს შეხვდება, მთავარი თემა კი საპატრიარქოს უნივერსიტეტის გაძლიერება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი