თბილისში საფრანგეთის მოქალაქე დანით დაჭრეს

თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე უცხოელი ტურისტი დაჭრეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 5 მაისს, ღამით მოხდა. 1991 წელს დაბადებულმა პირმა ინგოროყვას ქუჩაზე საფრანგეთის მოქალაქეს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ეჭვმიტანილი კი სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ცივი იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

შსს მომხდარს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან