ახალი ამბები

სოზარ სუბარი ამბობს, რომ ვარდების მოედანს სახელი უნდა გადაერქვას

4 მაისი, 2018 • 2931
სოზარ სუბარი ამბობს, რომ ვარდების მოედანს სახელი უნდა გადაერქვას

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ვარდების მოედანს სახელი უნდა გადაერქვას და მას პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდოს. ამის შესახებ სუბარმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

სოზარ სუბარი, თავისუფლების ინსტიტუტის ყოფილი წევრი, ამბობს, რომ ის ვარდების რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო, თუმცა, რომ სცოდნოდა, ამ ყველაფერს 2008 წელი მოჰყვებოდა, ის თავის დროზე თავს შეიკავებდა. სუბარის თქმით, 2008 წელზე პასუხისმგებლობა სააკაშვილს ეკისრება და მიუხედვად რუსეთის აგრესიული ქმედებებისა, იმ მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

“მე მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება [ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევა] იქნება და ვეცდები დავასაბუთო, რატომ. მე ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მხარდამჭერი ვიყავი… მაშინაც კი, როდესაც უკვე სააკაშვილის ხლეისუფლების პოლიტიკის მიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი. მაინც მგონია, რომ ვარდების რევოლუციამ არაერთი დადებითი რეფორმა, წინსვლა მოიტანა, მაგრამ მან მოიტანა ის ფაქტიც, რასაც ჰქვია ოკუპირებული… ამაზე ცუდი საქართველოს არაფერი მოსვლია. ეს ტერიტორიები მანამდეც ოკუპირებული იყო ნაწილობრივ, თუმცა დღეს არის არა მხოლოდ მთლიანად ოკუპირებული, არამედ რუსეთმა ის ცნო კიდევაც [დამოუკიდებლად] უკანონოდ და ახლა დე ფაქტო ანექსიას ახორციელებს, როდესაც იქ უდგას ჯარები, სასაზღვრო ნაწილები”, – აცხადებს სუბარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი